ზურაბ ტურაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლის ექთანმა: მარინა თავდიდიშვილმა II კლასის მოსწავლეებთან თემაზე - „დავიცვათ პირადი ჰიგიენა“, საინტერესოდ ისაუბრა.
მან, ახალისების მიზნით, თითოეულ მოსწავლეს ექიმის პროფესია მოარგო. მოსწავლეებმა როლი შესანიშნავად აითვისეს, ამ პროფესიის არსი და მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაითავისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობებმა მათ მოტივაცია და გაწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.
ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეულ ადამიანისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: