ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლის ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ და საგანმანათლებლო აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ.
ისინი გამოწვევებს არ უშინდებიან და პედაგოგების ხელმძღვანელობით, წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, მოსწავლეები ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ ჩაერთნენ. ტურნირი ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ პრინციპით გაიმართა.
მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, კითხვებს უპასუხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: