ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოს საჯარო სკოლის პირველკასელებისთვის, სკოლაში გატარებული პირველი წელი თავგადასავლებით სავსე იყო, დასასრულიც საზეიმო და დაუვიწყარი აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა მრავალფეროვანი ღონისძიებით შეაჯამეს, საზეიმოდ მორთულ სცენაზე შთამბეჭდავი ნომრები დადგეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
„ჩვენი სკოლის საამაყო მოსწავლეები: მართა კვახაძე, ნიკოლოზი ნემსწვერიძე, ყოჩაღებო, ბეჯითებო, ნიჭიერებო! გილოცავთ პირველი კლასის წარმატებით დასრულებას“, - ამ სიტყვებით გააცილეს პატარები სკოლიდან და ნაყოფიერი საზაფხულო არდადეგები უსურვეს.
სკოლაში მადლობა გადაუხადეს მასწავლებელს - მელანო დვალაძეს გაწეული შრომისათვის
იხილეთ ფოტო და ვიდეო: