ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელების მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, მეოთხეკლასელებს კი, პირველ პედაგოგთან დამშვიდობება უწევთ, ამ ფონმა მეტად ემოციური გახადა ღონისძიება.
საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი ნომრები შეასრულეს, მოეფერნენ მასწავლებელს, რომელმაც ცოდნის სამყაროში მეგზურობა გაუწია.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის ეს დღე დაუვიწყარი გახდა, მათმა საშემსრულებლო ოსტატობამ კი, მნახველთა დიდი მოწონება და ოვაცია დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: