ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში აჭარის ისტორიაზე ისაუბრეს
05-06-2018
ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.

კვირეულის ფარგლებში ისტორიიის პედაგოგმა ნაირა ყურშუბაძემ VI კლასში ღონისძიება - „აჭარა და მისი ისტორია“ ჩაატარა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ისაუბრეს აჭარის წარსულის, ოსმალთა 300- წლიანი ბატონობისა და მათ წინააღმდეგ ქარველი ხალხის თავდაუზოგავი ბრძოლის შესახებ. 

მოსწავლეებმა ასევე აღწერეს აჭარელი ქალის ხვედრი, ისაუბრეს თუ როგორ შეინარჩუნა მკვიდრმა მოსახლეობამ ეროვნული თვითმყოფადობა და ქართული ადათ-წესები და დამსწრე საზოგადოებას ძველი ბათუმის შესახებ ინფორმაცია გააცნეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა ასევე მოამზადეს თემატური სლაიდები, წაიკითხეს ლექსები, ქართული ცეკვები ხორუმი და განდაგანა შეასრულეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203