ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი - არასტაბილური ამინდის შესახებ მოსახლეობას გარემოს ეროვნული სააგენტო აფრთხილებს
31-05-2024

31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 


„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)“, - ნათქვამია განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203