„სულგრძელობითა ძლევა სჯობს ვაჟკაცობითა ძლევასა“- საინტერესო პროექტი პირველი სვირის საჯარო სკოლაში
31-05-2024
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლის მე-6 კლასში, სადამრიგებლო საათის ფარგლებში, დამრიგებლის ირინე კვანტრიშვილის ორგანიზებით, განხორციელდა პროექტი და გაიმართა პრეზენტაცია: „სულგრძელობითა ძლევა სჯობს ვაჟკაცობითა ძლევასა“.

აღნიშნული პროექტი სკოლის მოსწავლეთა ინფორმირებულობის დონის ამაღლების, უსაფრთხო საგანმანათლებლო საკლასო გარემოს შექმნის და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გაიმართა.

დამრიგებელმა ისაუბრა მსოფლიოში არსებულ მწვავე პრობლემაზე- ბულინგზე, მის ფორმებზე, გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს თურქი მწერლის ორჰან ფამუქის მოთხრობა „სკოლაში არ მივდივარ“, მათ სწორი აქცენტები დასვეს და გამოკვეთეს პრობლემა - გარიყულობა, იმსჯელეს იმ აქტივობებზე, რომლებიც დააბრუნებდა მოსწავლეს სკოლაში (მშობლისა და მასწავლებლის აქტიური თანამშრომლობა), შემდეგ წარადგინეს საკუთარი პრეზენტაციები ბულინგის შესახებ და გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულებები.

მოსწავლეებმა ასევე, ნახეს ფილმი: „ჩავანაცვლოთ ბულინგი მეგობრობით“. ფილმის შემდეგ, მათ გამართეს დისკუსია.

„მოსწავლეებმა იმსჯელეს და გააკეთეს დასკვნები, რომ სკოლა არის დაწესებულება, სადაც მოსწავლეებს უნდა გამოუმუშავდეთ სხვადასხვა უნარი: პასუხისმგებლობა, არაძალადობრივი ცხოვრება, მიმტევებლობა და ურთიერთპატივისცემა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პროექტი ძალიან მიზნობრივი და საინტერესო გამოვიდა.

სკოლაში, დამრიგებელსა და მოსწავლეებს განხორციელებული დროული, აქტუალური და საინტერესო აქტივობისათვის მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203