მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერის საჯარო სკოლიდან 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები ღონისძიებით გააცილეს.
მათთვის სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. მეთორმეტეკლასელებმა თეთრი მაისურები ჩაიცვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს. გაიმართა საზეიმო ღონისძიებაც, რომელიც საინტერესო და ამაღელვებელი ნომრებით იყო გაჯერებული.
რასაკვირველია, დღეს ემოციების გარეშე არ ჩაუვლია - იყო ბევრი სიხარული, ღიმილი და იმედიანი განწყობა. კურსდამთავრებულებმა სურვილები გაცვალეს და მშობლიურ სკოლას დაემშვიდობნენ.
მათ სასკოლო საზოგადოება უდიდეს წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ვიდეოები: