ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მუსიკალური ღონისძიება მიეძღვნა 
31-05-2024

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

სკოლაში, ამ დღესთან დაკავშირებით, პედაგოგ ლეილა თელიაშვილის ხელმძღვანელობით, მუსიკალური ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შეასრულეს და კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ სახელმწიფოსთვის დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია.

„ამ დღის მნიშვნელობა და გააზრება ყოველი ჩვენგანის ვალია!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიება საინტერესო და სასიამოვნო გამოვიდა.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203