ლასურიაშის საჯარო სკოლაში ბავშვთა უფლებების კონვენციაზე ისაუბრეს
05-06-2018
ლასურიაშის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს. მოსწავლეებმა პრეზენტაცია ჩაატარეს, რომლის თემა იყო ბავშვთა უფლებების კონვენცია.
მოზარდებმა ასევე საინფორმაციო ბანერები შექმნეს და დამსწრე საზოგადოებას მუსიკალურ-ლიტერატურული ნომრები წარუდგინეს.