ბეკამის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი ჩატარდა
03-06-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის თემატური აქტივობებით აღინიშნება. 

ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი ჩატარდა. მასში დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებიც თამარ ქუშაშვილმა მოამზადა. 

საზეიმოდ მოწყობილ გარემოში, მოსწავლეებმა არაერთი შემოქმედებითი ნომერი გამართეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მათმა ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203