ნინოშვილის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფინანსური განათლების კონკურსს შეუერთდნენ 
03-06-2024

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და პროექტში დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის IV კლასის მოსწავლეები („მე და საზოგადოების“ პედაგოგი - დავით ბოლქვაძე) შეურთდნენ „FinEdu - ფინედუს“ ორგანიზებულ კონკურსს „ასწავლე ფინანსები ლიტერატურით“.

კონკურსის ფარგლებში, შეირჩა ნათია აბულაძის მცირე ზომის მოთხრობა „ფერმერი და ქურდი მეჯინიბე“.

მოსწავლეებს შესთავაზეს შეექმნათ მოთხრობის ალტერნატიული ვერსია წინასწარი დათქმებით, რომლებიც უკავშირდებოდა ფინანსურ განათლებას.

90 წუთზე გათვლილი აქტივობებით მოსწავლეებმა განიხილეს მწერლის მოთხრობა, ხოლო შემდეგ მასწავლებლის შერჩეული დამატებითი რესურსების გამოყენებით და მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული შემოქმედებითი აქტივობებით გაიღრმავეს თავიანთი ცოდნა ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხის გარშემო.

მათ ცოდნა გაიღრმავეს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად როგორებიცაა: ფინანსური საქმიანობა, რომელიც იწყება დაგეგმვით, გაიაზრეს რას ნიშნავს ხარჯი, შემოსავალი, მოგება. მოსწავლეებმა ასევე აიმაღლეს თავიანთი ცოდნა დაზღვევის შესახებ, გაითავისეს ტერმინების: მზღვეველი, დაზღვეული, სადაზღვევო პოლისი, მნიშვნელობა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას სასკოლო საზოგადოება მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203