კისისხევის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა შემაჯამებელი ღონისძება და ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ზარ-ზეიმი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ წელს, მე-4 კლასელები პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, სწორედ ამიტომ, ღონისძიებაზე მათ საყვარელ პედაგოგის მიმართ სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს.
ზეიმს, რომელსაც პედაგოგი დალი ზუროშვილი ხელმძღვანელობდა, საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული. ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ღონისძიების დასასრულ სკოლის დირექტორმა - ლიანა ერგემლიძემ სამახსოვრო სერტიფიკატები გადასცა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ბავშვებს.
ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები: