ხევაშენის საჯარო სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, სიურპრიზი მოუწყვეს 
03-06-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.

სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშირისო დღესასწაულის წინა დღეს, გაკვეთილებიდან გამოსულ ბავშვებს სკოლის ეზოში სიურპრიზი დახვდათ: ფერადი ბუშტებით მორთულ ეზოში სასიამოვნო მუსიკა ისმოდა, გოგონებს დახვდათ გვირილებისგან დაწნული გვირგვინები.

ყველაფერ ამაზე იზრუნეს სკოლის დირექტორმა - მარიტა შველიძემ და მასწავლებლებმა. 

სიურპრიზით აღტაცებულმა ბავშვებმა შეასრულეს ის სიმღერები და ცეკვები, რომლებიც მათ სურდათ. წაიკითხეს ლექსები სამშობლოზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე. გეგმის შესაბამისად, ფიზიკისა და ბიოლოგიის მასწავლებლებმა ბავშვებს სახალისო ცდები აჩვენეს, დასასრულს კი გაიმართა „მხიარული სტარტები“, რომელშიც მასწავლებლებიც  მონაწილეობდნენ. 

ხევაშენის საჯარო სკოლა ულოცავს ყველა ბავშვს ამ დღეს, მშვიდობიან და ბედნიერ მომავალს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203