ზარიძეების საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა
03-06-2024

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობაში ერთვებიან. 

28 მაისს, თბილისში, პარალიმპიურ დარბაზში, ფრენბურთში, გოგონათა შორის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-ის თამაშები გაიმართა. საინტერესო და დაძაბული შეხვედრები ზარიძეების საჯარო სკოლის გოგონათა გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ გოგონებმა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონების ჩემპიონ გუნდებთან წარმატებით იასპარეზეს და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაშის საგზური მოიპოვეს. ფინალური შეჯიბრება ანაკლიაში გაიმართება. საქართველოს ჩემპიონი გუნდი კი ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

სკოლა ულოცავს გოგონებს (პედაგოგები ნადია უშიკიშვილი და ბაქარი ბეჟანიშვილი) ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს დასკვნით ეტაპზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203