ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, მოსწავლეთა მამოტივირებელი აქტივობებითაა გაჯერებული.
30 მაისს, სკოლაში ჩატარდა ღონისძიება - „ღმერთო, მამული დაგვილოცე!“. მის ფარგლებში, პედაგოგ ლელა კვენიაშვილის სადამრიგებლო მეოთხე კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებისთვის დაუვიწყარი ზეიმი მოაწყვეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ საქართველოს ისტორიაზე ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს, ჩვენს ქვეყანას უმღერეს და დაიფიცეს, რომ კიდევ უფრო იბეჯითებენ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ეროვნულ სამოსში იყვნენ გამოწყობილი, რაც საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
იხილეთ ფოტოები: