„ანბანთქება“ - პირველკლასელთა შემაჯამებელი ღონისძიება პირველი მაისის საჯარო სკოლაში
03-06-2024

ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში პირველკლასელებისთვის სასკოლო ცხოვრების პირველი წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

სკოლაში, 27 მაისს ჩატარდა პირველი კლასის სასკოლო ღონისძიება - „ანბანთქება“, რომელსაც მშობლები, მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. 

ღონისძიებაზე პირველკლასელებმა ისაუბრეს სკოლაში გატარებულ პირველ წელზე, აუდიტორიას საინტერესო როლური თამაშები წარუდგინეს, გამოამჟღავნეს შემოქმედებითი, მხატვრული კითხვის, სიმღერის და ცეკვის უნარ-ჩვევები.

აღსანიშნავია, რომ პატარებმა წარადგინეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები და სცენაზე მხიარულად გააცოცხლეს პერსონაჟები.

პატარებმა ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს და დედაენას. მათ საზეიმოდ დაიფიცეს, რომ ეყვარებათ, დაიცავენ და გაუფრთხილდებიან სამშობლოს და მშობლიურ ენას.

სკოლის დირექტორმა ცისანა რატიამ და კლასის დამრიგებელმა ლალი ფეტელავამ მოსწავლეებს პირველი კლასის დამთავრება მიულოცეს და სწავლაში წარმატება უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203