დიდი ჯიხაიშის N1 სკოლის მოსწავლეები ანიმაციურ ფესტივალს შეუერთდნენ
03-06-2024

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ანიმაციურ ფესტივალში მონაწილეობდნენ.

„ანიმაციური ფესტივალი“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ნაბაკევის ახალ პარკში გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე, სკოლას კენჭისყრით, ფიფქია და შვიდი ჯუჯა შეხვდა, მოსწავლეებმა დაკისრებულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვეს. 

როგორც სკოლაში აფასებენ, პატარები ნამდვილ მსახიობებად იქცნენ, აქტივობებმა ბავშვებისთვის საინტერესო და მათი განვითარებისთვის საჭირო ყველა სფერო მოიცვა. 

„ეს დღე ნამდვილად დასამახსოვრებელია თითოეული მონაწილისათვის, პედაგოგებისთვის და მათი მშობლებისთვის“, - ასე შეაფასეს სკოლაში ღონისძიება, რომელშიც სასკოლო საზოგადოება დიდი სიამოვნებით მონაწილეობდა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:  



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203