ცხემლისხიდის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს 
03-06-2024
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

მე-12  კლასელებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და საყვარელ მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.

„სკოლას დაემშვიდობნენ მეთორმეტეკლასელები, საოცრად ნიჭიერი, აქტიური და ანცი ბავშვები. გადააბიჯეს ჯერ კიდევ შეუცნობელ და საინტერესო სამყაროში“, - გვიყვებიან სკოლაში.

ისინი ასევე, პედაგოგთან ერთად სამახსოვრო ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, სადაც მოინახულეს შაორის ტბა, ნიკორწმინდა, მეღვინეობა ბარაკონი, სიყვარულის ჩანჩქერი, ცხრაჯვარი-წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი, სადაც დაუვიწყარი დღეები გაატარეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო დასამახსოვრებელი და ემოციური იყო.

სკოლაში მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებენ და წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203