ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, პედაგოგები მათში პატრიოტულ სულისკვეთაბას აღვივებენ და სამშობლოს სიყვარულს ასწავლიან.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
„ყველაფერი საქართველოს შესახებ“ - მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს საქართველოს სიყვარულში შეეჯიბრნენ, 26 მაისთან დაკავშირებით ინტელექტუალური თამაში გამართეს.
მოსწავლეებმა საქართველოს შესახებ არაერთ კითხვას გასცეს სწორი პასუხი, გამოავლინეს თავიანთი ცოდნა და ამასთანავე აიმაღლეს ცნობიერება, ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით.
მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაეცნენ ამ დღის არსსა და მნიშვნელობას, ისაუბრეს დამოუკიდბლობის სიდიადეზე და მისკენ ქართველი ხალხის უშრეტ მისწრაფებაზე.
იხილეთ ფოტოები: