შერჩეულ პედაგოგებს მასწავლებლის სახლი გადაამზადებს - ვადები და დეტალები
03-06-2024

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სკოლებში კეთებით სწავლების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში აგრძელებს პროექტს STEAM Twinning. პროექტის მიზანია საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამასთან არსებული STEAM კლუბის „ჩხირკედელა“ დანერგვა სკოლებში და საკლუბო აქტივობების სინთეზი eTwinning-ის პროექტებთან.

მიმდინარე წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, საკლუბო სამუშაოების განსახორციელებლად კონკურსის წესით შეარჩია 15 სკოლა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სკოლებს შესაბამისი სასაჩუქრე ნაკრები და პროექტების კომპლექტები გადაეცათ.

ინიციატივის ფარგლებში, საკლუბო მუშაობის დროს განხორციელებული ყველა პროექტი განთავსდება eTwinning-ის პლატფორმაზე, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს პარტნიორები ჰყავდეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების სკოლებში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხდება კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლების ცენტრის ბაზაზე გადამზადება.

გასულ წელს პროექტში ჩართულმა 15 სკოლამ წარმატებით ითანამშრომლა პროგრამასთან. 28 მაისს გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე, მათ საშუალება მიეცათ გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება სკოლებისთვის და წარმოედგინათ მათ მერ განხორციელებული პროექტები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203