ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლაში პოეტის ზურაბ გორგილაძის საიუბილეო საღამო - „საქართველოვ, ჩემო დედავ, შენი სუნთქვა გენაცვალა“.
საღამო მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - სოფიო მართალიშვილის ხელმძღვანელობით, გამართეს.
მოსწავლეებმა აღნიშნეს ქართველი პოეტის ზურაბ გორგილაძის იუბილე და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. მოსწავლეებმა მისი შემოქმედებიდან წაიკითხეს ლექსები, კიდევ ერთხელ გაიხსენეს თავიანთი კუთხისა და ქვეყნის გამორჩეული მამულიშვილი, ისაუბრეს საყვარელი პოეტის ღირსეულად განვლილი ცხოვრების შესახებ.
მოსწავლეებმა დასძინეს, რომ ზურაბ გორგილაძე იყო ყველასათვის საყვარელი პოეტი, გამორჩეული პიროვნება, მშობლიური კუთხის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის მებრძოლი ადამიანი. ის იყო არაჩვეულებრივი პოეტი, ამიტომაც სიცოცხლეშივე დაიმსახურა ხალხის სიყვარული.
„გვჯერა, არაერთი თაობა გაიზრდება მის ლექსებზე. მის სახელს, მის შემოქმედებას დაფასება და მოფრთხილება სჭირდება“, - ამ სიტყვებით დასრულდა საღამო, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა.
იხილეთ ფოტოები: