შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლაში ჭადრაკის ხარისხიანად სწავლას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას მოსწავლეთა მიღწევებიც ადასტურებს.
ამჯერად, სკოლის მე-2 კლასის სამი მოსწავლე ჭადრაკის საქართველოს სასკოლო ოლიმპიადაში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ წარმატებით მონაწილეობდა.
რაიონულ პირველობაზე, გუნდმა პირველი ადგილი მოიპოვა და მიეცა რეგიონული პირველობის საგზური.
სასკოლო საზოგადოება გულითადად ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, ჭადრაკის მასწავლებელ ნათელა ბახტაძეს მიღწეულ წარმატებებს და უსურვებს რეგიონული პირველობის მოპოვებას.
იხილეთ ფოტოები: