„ქართულ-სომხური მეგობრობა“ - ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა 
03-06-2024

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი და აქტივობა იმართება.

ამჯერად, ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსმა მასწავლებელმა - მარია ყავრელიშვილმა მე-7 კლასში პროექტ-გაკვეთილი თემაზე - „ქართულ-სომხური მეგობრობა“ განახორციელა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილი დაიწყო ორი მეგობარი ქვეყნის ჰიმნით. შემდეგ მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით ორი ქვეყნა წარადგინეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები ქართულ და სომხურ ენაზე, იმღერეს, იცეკვეს ტრადიციული ცეკვები.

„გაკვეთილის ბოლოს გაფორმდა მემორანდუმი იმის დასტურად, რომ მომავალმა თაობამ ღირსეულად გააგრძელოს ისტორიული ტრადიცია პატივი სცეს და უყვარდეს ქვეყანა სადაც ცხოვრობს და სადაც ხედავს მის ნათელ მომავალს. გაკვეთილის მიზანიც სწორედ ეს გახლდათ“, - აღნიშნაევნ სკოლაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სასკოლო საზოგადოება, დირექცია, ადმინისტრაცია პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეთა მშობლები. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203