ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა განათლების ხარისხსა და მოტივაციაზე აისახება.
ახლახან, პირველი სვირის საჯარო სკოლის მეხუთე კლასში ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი - „ლიტერატურული სასამართლო“ (ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობის“ მიხედვით).
პროექტი სახელწოდებით - „ადამიანი და ბუნება“ მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა.
პროექტის მიზანიც დიადია - ადამიანისა და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნება და გარემოს არსებული დაზიანების აღმოფხვრა.
„ამ პროცესში მოსწავლეთა გათვითცნობიერებული ჩართულობა მათი მოქალაქეობრივი ვალია ( ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი პრიერიტეტული თემა - გარემოს დაცვა).
აქტივობა კავშირშია დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებთან, სადაც გათვალისწინებულია მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობა, ინტერდისციპლინური და რაც მთავარია კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის სამიზნე ცნებასთან“,- აღნიშნავენ სკოლაში და პროექტის მნიშვნელობას უსვანენ ხაზს.
მოსწავლეებმა კარგად გაიაზრეს როლური გადანაწილებით, ნაწარმოებში დასმული პრობლემა და თან თავიანთი დამოკიდებულება და შეფასება გამოხატეს საკითხის მიმართ, დაფიქრდნენ, რომ გარემოსდაცვითი განათლება გულისხმობს აუცილებელი ცოდნის ჩამოყალიბებას ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს შესახებ.
შემოქმედებითად გამოიყენეს ტექნოლოგიური საშუალებები, დაამზადეს პოსტერები და შექმნეს კომიქსები.
პროექტში აქტიურად ჩაერთნენ მშობლები, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და პედაგოგები.
პროექტს პედაგოგი მარეხ გიორგაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა, მშობლების ჩართულობა და პროექტის ხელმძღვანელის კრეატიულობა ახარებთ და მონდომებისთვის მადლობას უხდიან.
„მადლობა, პროექტის ხელმძღვანელს - მარეხ გიორგაძეს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საინტერესო აქტივობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: