ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობაზე განსაკუთრებით ზრუნავენ და მათთვის სასკოლო ცხოვრებას მეტად დასამახსოვრებელს ხდიან.
ამის ნათელი მაგალითია ბავშთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი თეატრალური დადგმები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოსწავლეებმა სიანტერესო სპექტაკლები გაითამაშეს, საყვარელი პერსონაჟების როლები მოირგეს და სასკოლო საზოგადოება სამსახიობო ოსტატობით გააოცეს.
მოსწავლეებისთვის დღე ემოციებით აღსავსე, შემოქმედებითი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: