წალენჯიხის N5 სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დააგვირგვინეს
04-06-2024

წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის პირველკასელებისთვის, სკოლაში გატარებული პირველი წელი დაუვიწყარ მოგონებად იქცა, სასწავლო წლის ბოლო დღეც მათთვის ემოციებით სავსე და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

პატარებმა მიღებული ცოდნა მრავალფეროვანი ღონისძიებით დააგვირგვინეს, მოაწყვეს „ანბანის ზეიმი“. 

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წარადგინეს ლექსები, მუსიკალური ნომრები ანბანზე, მოაწყვეს ინსცენირებები: „თხა და გიგო“, „ზარმაცი ვანო“ და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

ღონისძიების ბოლოს კი, პატარებმა „აჭარული“ იცეკვეს და დღე კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადეს, სასკოლო საზოგადოება კი მათი საშემსრულებლო უნარებით სასიამოვნოდ გააოცეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203