წალენჯიხის N5 საჯარო სკოლაში პედაგოგები ზრუნავენ არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის არამედ მათი ინტელექტუალური უნარების განვითარებაზე, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. მოწაფეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში, სადაც შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ.
მაისში მოსწავლეები გუნდურ ინტელექტუალურ თამაშს - „ტვინების ბრძოლა“ შეუერთდნენ, რომელშიც სამივე - დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
გამარჯვებულმა გუნდმა იასპარეზა ფინალურ ეტაპზე.