წალენჯიხის N5 სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა
06-06-2024

წალენჯიხის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მორგებულია მოსწავლეთა ინტერესებს, დირექცია და პედაგოგები ზრუნავენ მოზარდების მოტივაციაზე და საგანმანათლებლოსთან ერთად სახალისო და თავშესაქცევ აქტივობებს სთავაზობენ. 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სკოლაში დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა

დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ და ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

პედაგოგები ასევე მოსწავლეებს ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ ესაუბრნენ და საკუთარი უფლებები და მოვალეობები შეახსენეს. 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს 1-ელ ივნისს აღნიშნავს. ეს დღე 1925 წელს ჟენევაში, ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე დაფუძნდა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203