რა ხდება თუ მოსწავლეს საგანში 5,0 ქულაზე დაბალი წლიური შეფასება აქვს
06-06-2024

სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეთა შეფასებები განსაკუთრებით აქტუალური ხდება. კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ თითოეული საგნის წლიური ქულა არის 5.0 ან მეტი. თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე.

რემედიაციის პროგრამა სპეციალურად იქმნება კონკრეტული მოსწავლისთვის სასწავლო პროცესში გამოკვეთილი შეფერხებების აღმოფხვრის მიზნით.

საშემოდგომო გამოცდის წესსა და პროცედურას განსაზღვრავს თავად სკოლა სასკოლო სასწავლო გეგმით.

რემედიაციის პროგრამაში ჩართული მოსწავლის მობილობის შემთხვევაში მიმღები სკოლა მოსწავლეს რიცხავს ასაკის შესაბამის კლასში და იღებს ვალდებულებას რემედიაციის გზით საგნის/საგნების დაძლევის თაობაზე.

რემედიაციის პროგრამა დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის სახით სკოლამ უნდა შესთავაზოს იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც არიან სკოლის მიღმა ან იმყოფებიან სკოლის მიტოვების მაღალი რისკის ქვეშ. კურიკულუმის შინაარსს განსაზღვარვს თავად სკოლა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით.

გამონაკლის შემთხვევაში, დასაშვებია, სსსმ მოსწავლეს არ ჰქონდეს სემესტრული შეფასება ერთ ან რამდენიმე საგანში. გამონაკლისი დაიშვება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე. გამონაკლის შემთხვევაში მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა წარმოადგენს საგნის წლიურ ქულას. თუ სსსმ მოსწავლე რომელიმე საგანში მოცემულ სემესტრში არ ფასდება, ეს ხელს არ უშლის მას გადავიდეს მომდევნო კლასში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203