გახანგრძლივდება თუ არა სასწავლო წელი ერთკვირიანი უქმეების გამო - როდის დაიწყება არდადეგები - სამინისტრო განმარტავს
03-06-2024

სასწავლო წელი მე-2-მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის 15 ივნისს უნდა დასრულდეს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სააღდგომოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით 1-კვირიანი დასვენება გამოცხადდა, უმაღლესი სასწავლებლების ნაწილში, აკადემიური წელი ერთი კვირით გახანგრძლივდა.

აქედან გამომდინარე, მოსწავლეთა მშობლების ნაწილს გაუჩნდა ლოგიკური კითხვა, ხომ არ იგეგმება საზაფხულო არდადეგების ერთი კვირით გადავადება.

მით უმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში წერია:„სკოლებში ერთი აკადემიური წლის მანძილზე II-XI კლასებისთვის სასწავლო პროცესის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 35 კვირაზე ნაკლები, ხოლო I და XII კლასებისთვის – 30 კვირაზე ნაკლები“.

აღნიშნული საკითხის გასარკვევად etaloni.ge-ს საკმაოდ ბევრმა მშობელმა მიმართა და თემის აქტუალობიდან გამომდინარე, განმარტება განათლების სამინისტროს ვთხოვეთ:„არდადეგების გადავადება არ იგეგმება... ჩვეულებრივ დასრულდება სასწავლო წელი“, - განაცხადეს ოფიციალური უწყების ცხელ ხაზზე.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203