ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეების განწყობაზე განსაკუთრებით ზრუნავენ, პედაგოგები ენერგიას არ იშურებენ, რომ მათთვის სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი იყოს.
ამჯერად, სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა 1-ელი ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში პატარებისთვის გასართობი ღონისძიება გაიმართა, რომლის მუსიკალურ გაფორმებაზე სკოლის მუსიკალურმა ბენდმა, Super Stars-მა და გუნდმა „ფესვებმა“ იზრუნეს.
სასკოლო საზოგადოებას ასევე არაერთი სიმღერა შესთავაზა და უფრო გაახალისა მუსიკის პედაგოგმა, ინგა ლორთქიფანიძემ, ბოლოს კი, ულამაზესი სამეჯლისო ცეკვა შეასრულა სკოლის მოსწავლე ნატალი ღოღობერიძემ.
„გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ბავშვს და გისურვებთ ღირსეულ თავისუფალ გარემოში ცხოვრებას!“, - ამ სიტყვებით მიულოცეს სკოლაში ბავშვებს მათი დღე და წარმატება უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: