დმანისის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად, საზეიმო გარემოში აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
თამაშში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეები. შეჯიბრი წარიმართა მხიარულ და ხალისიან გარემოში.
ბავშვები დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ, დრო კი ხილისანად გაატარეს.
გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ვიდეო: