კორტანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე პედაგოგის როლი მოირგეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობები იმართება.
ამჯერად, მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე მასწავლებლის როლი მოირგეს, ხოლო პედაგოგებმა პირიქით - ბავშვების. მათ ფუნქციები, ადგილები გაცვალეს და საინტერესო გაკვეთილი ჩაატარეს.
სახალისო გაკვეთილს, რომელშიც III, IV, V კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ინგლისური ენის პედაგოგი თეა დევაძე ხელმძღვანელობდა.
მასწავლებლის როლები XI კლასის მოსწავლეებმა: ელენე დევაძემ, ელენე ლომიძემ, თამარ ნოზაძემ, მარიამ ღონღაძემ გაითამაშეს.
ბავშვებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობა და არსი. მათ აღნიშნეს, რომ ეს პროფესია ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლოა.
გაკვეთილი ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები: