ახალშენის N2 სკოლის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე მოსწავლე-მასწავლებლები დაჯილდოვდნენ
04-06-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის ინიციატივით გაიმართა რიგით II კონფერენცია „მეგობრობა სკოლებს შორის“ საგანი ისტორია. 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მასპინძელი და მიწვეული სკოლების: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2, ახალშენის N1, ფერიის, მახოს საჯარო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები და სოფელ ქვედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლა.

კონფერენციაზე სკოლებმა საერთო ჯამში 15 თემა წარადგინეს.

„ეს იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვისაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რადგან თემები წარდგა ისეთი მაღალი პროფესიონალი ჟიურის წინაშე, როგორიც არის შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ბატონი ჯემალ კარალიძე“, - გვიყვებიან სკოლაში.

პროფესორი ბატონი ჯემალ კარალიძე, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, უკვე მეორე წელია ამ კონფერენციის უცვლელი ჟიურია.

„ეს არის განსაკუთრებით დასაფასებელი ჩვენი სკოლისთვის, რადგან მისი დატვირთული დღის განრიგის მიუხედავად ჩვენი კონფერენცია ჩანიშნული აქვს თავის კალენდარში, რადგან ბატონი ჯემალი აღნიშნავს რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის რაც ვაკეთებთ ჩვენ ახალგაზრდა თაობის განვითარებისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მას სკოლაში მადლობას უხდიან ყველაფრისთვის.

„როგორც მოსწავლეებისთვის,  ისე ჩვენთვის დიდად მნიშვნელოვანია ბატონი ჯემალის შეფასებები, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას. მადლობა ასევე კონფერენციის ყველა მონაწილეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203