ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლაში ბავშვების განწყობაზე განსაკუთრებით ზრუნავენ, პედაგოგები მათთვის სასკოლო ცხოვრებას საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდიან.
ცხადია სკოლაში აღნიშვნის გარეშე ვერ ჩაივლიდა 1-ელი ივნისი, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე.
სკოლაში მთელი დღის განმავლობაში განსაკუთრებული მხიარულება და ბედნიერება ტრიალებდა, ამ დღესთან დაკავშირებით დილიდანვე იმართებოდა სახალისო აქტივობები.
„ბავშვებისთვის ამ დღის გაფერადება და მათი გაბედნიერება სასკოლო საზოგადოებისთვის სასიამოვნო და საპასუხისმგებლო პროცესია!“, - ასეთი იყო პედაგოგების შემართება და დასახულ მიზანს საკმაოდ წარმატებითაც გაართვეს თავი.
„ვულოცავთ, ყველა ბავშვს ამ დღეს და ვუსურვებთ მუდამ ლაღები, ბედნიერები და წარმატებულები იყვნენ!“, - ამ სიტყვებით დასრულდა ღონისძიება, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა.
იხილეთ ფოტოები: