საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ფასები განისაზღვრა - თანხა 7 759-დან 34 722 ლარამდეა
06-06-2024

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურის ოდენობა.

საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადების, ვეტერინარიის მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა) აკრედიტაციის/კლასტერში შემავალი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს:

ა) ერთი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 6 239 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 7 759 ლარს;  

ბ) ორი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 8 904 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 10 672 ლარს; 

გ) სამი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში  13 162 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 16 027 ლარს; 

დ) ოთხი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 16 319 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 19 252 ლარს; 

ე) ხუთი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 18 106 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 21 502 ლარს; 

ვ) ექვსი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 19 973 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 23 537 ლარს; 

ზ) შვიდი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 25 006 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 30 619 ლარს; 

თ) რვა საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 28 095 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 34 722 ლარს.“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203