წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში, მე-8 კლასის მოსწავლეებმა: ლუკა ნემსაძემ და ლუკა ჟორჟოლიანმა (ბიოლოგიის მასწავლებელი მარინე ფხაკაძე) წარადგინეს პორტუგალიის, ტაილანდის, აშშ-ის, ბელგიის, იტალიის, ესპანეთისა და კოლუმბიის ყვავილების ფესტივალის ჩატარების ტრადიციები. მათ ეკრანზე აჩვენს ასობით ათასი ყვავილისგან შექმნილი ზღაპრის, გმირები, სკულპტურები, ხალიჩები, კალათები, ყვავილებით მორთული სახლები, ბავშვები.
აქტივობაში ისინი დიდი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი.
პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ 31 მაისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყველაზე მრავალფეროვანი, ყველაზე სურნელოვანი და თვალწარმტაცი, სილამაზის და ბუნების ზეიმი ყვავილების ფესტივალი იმართება. სწორედ ამასთან დაკავშირებით მოეწყო აღნიშნული პრეზნეტაცია.
იხილეთ ფოტოები: