მეძიბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებასა და პროექტში ერთვებიან.
ამჯერად, სკოლისა და სოფლის კლუბის ერთობლივი ინიციატივით, სოფელ მეძიბნის სასოფლო კლუბის შენობაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის დირექციის წარმომადგენლები, ქედის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი როლანდ ბერიძე და ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების წარმომადგენლები.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს სკეტჩები, ასევე შეასრულეს ხალხური სიმღერები და საცკვაო ნომრები.
ღონისძიება ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.