ბარალეთის N1 სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საინტერესო და დასამახსოვრებელი ღონისძიება მიეძღვნა
04-06-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.

სკოლაში I, II და III კლასების მოსწავლეებმა ჰოვანეს თუმანიანის ზღაპრების მიხედვით შექმნილი თეატრალური წარმოდგენა დადგეს.

ბავშვები დიდი სიყვარულითა და მონდომებით ასრულებდნენ თავიანთ როლებს.

„მათ იციან, რომ ზღაპრის ბოლო ყოველთვის სიკეთით მთავრდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა დაწყებითი კლასების პედაგოგი სილვა ბერუიჯანიანი. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მისი დამსახურებით და მოსწავლეების მონდომებით დამსწრე საზოგადოებამ, ძალიან საინტერესო და  ემოციებით სავსე წარმოდგენა იხილა.

წარმოდგენის შემდეგ, მთელი სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ბუნებაში გადაინაცვლეს, სადაც გაიმართა სხვადასხვა თამაში. ბავშვებმა იცეკვეს, იმღერეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დაუვიწყარი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203