ზინობიანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა
04-06-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც ჩართული იყო სკოლის თითოეული მოსწავლე. 

ღონისძიების ფარგლებში, სკოლაში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა. მოსწავლეებმა ნახეს ფილმი „ნიჭიერი“, ფერადი ცარცებით შეასრულეს ნახატები სკოლის ეზოში, ინფორმაციულ დაფაზე დაწერეს საკუთარი სურვილები და ბოლოს ჩაერთნენ მათთვის საყვარელ ღონისძიებაში - „მხიარულ სტარტებში“.

„ჩვენი ბავშვები საკმაოდ ბედნიერები და ხალისიანები დაბრუნდნენ სახლში.

მსოფლიოში ყველა ბავშვს ვუსურვებთ მშვიდობას და სილაღეს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203