სვერის საჯარო სკოლის მოსწავლეები „დებატკლუბის“ რიგით მეცხრე შეხვედრას დაესწრნენ
04-06-2024
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო შეხვედრაში მონაწილეობენ. 

ამჯერად, ისინი პერევისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით შექმნილ „დებატკლუბის“ რიგით მეცხრე შეხვედრას დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ პერევისის სკოლა დებატების ამხანაგური შეჯიბრი გამოაცხადა, რაზეც სვერის სკოლამ გამოხატა ინტერესი.

სწორედ, აღნიშნულ შეხვედრაზე, კონსულტაციის მიზნით მათ ესწრებოდნენ სვერის სკოლის  მასწავლებლები, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები და მშობელი.

შეხვედრაზე განიხილეს:
  • კარლ პოპერის დებატების პრინციპი;
  • ქეისის შედგენა; 
  • ვიდებატეთ.
ეს დღე ინფორმაციული, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203