თბილისის N79 საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელთა მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა, რომელმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება და ოვაცია დაიმსახურა.
ღონისძიება კლასის დამრიგებლების: მაია მაისურაძის, ეკა შერაზადიშვილის და ლიკა მელქაძის, ხელმძღვანელობით გაიმართა. სასწავლო წელი იწურება, რაც საკმაოდ ემოციურია გახლდათ პატარებისთვის.
დღე დასამახსოვრებელი, დაუვიწყარი და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო, არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ სრულიად სასკოლო საზოგადოებისა და დამსწრეთათვის.
„ვულოცავთ ჩვენი სკოლის მეოთხეკლასელებს... მადლობა შთამბეჭდავი ღონისძიებისა და გაწეული შრომისათვის კლასის დამრიგებლებს: მაია მაისურაძეს, ეკა შერაზადიშვილსა და ლიკა მელქაძეს. მადლობა მხარდაჭერისათვის სკოლის დირექციასა და ჩვენი უსაყვარლესი მეოთხე კლასელების მშობლებს. თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერითა და ჩვენი თანადგომით 79-ე სკოლის კედლებში ჩვენი პატარებისათვის თავგადასავლებით სავსე, ფერად და საინტერესო კიდევ მრავალ დღეს შევქმნით! ჩვენო პატარებო, ასე ლაღად და ღირსეულად გევლოთ ცხოვრების ბილიკებზე! გვეიმედებით!“, - ასე შეაფასა სკოლის დირექტორმა - თამარ აბაზაძემ ღონისძიება და მადლობა გადაუხადა მასში ჩართულ თითოეულ ადამიანს დაუვიწყარი სანახაობისთვის.
იხილეთ ვიდეოები: