„სიკეთის გაკვეთილებით დაწყებული ზაფხული“ - ბავშვთა დაცვის დღეს თბილისის N79 საჯარო სკოლის მოსწავლეები ძაღლების თავშესაფარს ესტუმრნენ
04-06-2024

მართალია სასწავლო პროცესი დასასრულს უახლოვდება, თუმცა თბილისის N79 საჯარო სკოლაში არც მოტივაციას, არც განწყობას და არც შემართებას უჩივიან, მეტიც, ზაფხული მრავალფეროვანი გაკვეთილების ციკლით დაიწყო. 

„სიკეთის გაკვეთილებით დაწყებული ზაფხული“, - ამ სახელწოდებით, სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ინიციატივებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ერნა მანუკოვასა და სამოქალაქო განათლების პედაგოგ ნანა სულაძესთან ერთად ადამიანის ოთხფეხა მეგობრებს ესტუმრნენ. 

ბავშვთა საერთაშორისო დღე დაუვიწყარი, ცრემლმორეული ემოციებით აღსავსე აღმოჩნდა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203