ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საგანმანათლებლო ინიციატივებში და თავიანთ შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ.
ამჯერად, სკოლა გვიზიარებს VIII კლასის მოსწავლის - ციცი კოკოლაშვილისა და X კლასის მოსწავლის - მარიამ ჯახველაძის წარმატებას.
მოსწავლეები საქართველოს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში - „თანამედროვე გალაკტიონი“, ჩაერთნენ და წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
„გილოცავთ ჩემო ყოჩაღებო! უამრავ წარმატებას გისურვებთ კიდევ და კიდევ!“, - ასე ულოცავენ მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: