დოშაყეს საჯარო სკოლის ბიოლოგიის კლუბის წარმატებული საქმიანობა
04-06-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეს საჯარო სკოლაში აქტიურად მუშაობს ბიოლოგიის კლუბი „ნორჩი ექიმები“.

აღსანიშნავია, რომ კლუბის წევრები სასკოლო საზოგადოებას რეგულარულად აწვდიან ინფორმაციას ჯანმრთელობაზე, სხვადსხვა სახის დაავადებებზე, მათ გამომწვევ მიზეზებზე, პრევენციასა და მკურნალობაზე. 

კლუბის მუშაობის ფარგლებში, მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია ადამიანის ჯანმრთელობისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე. აღნიშნეს, რომ სწორი კვება-ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველია. კვება უზრუნველყოფს ორგანიზმისთვის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელებას.

მომხსენებლებმა ისაუბრეს იმაზე თუ რას ნიშნავს ჯანსაღი კვება, როგორია ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპები, კვების პირამიდა. მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დაამზადეს პოსტერი.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ კლუბის არსებობა ხელს უწყობს მოსწავლეებში როგორც საგნობრივი (ბიოლოგია) ასევე, პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203