შეუბნის საჯარო სკოლა ყოველწლიურ რესპუბლიკურ კონფერენციაში მონაწილეობდა
05-06-2018
შეუბნის საჯარო სკოლამ მონაწილეობა ყოველწლიურ რესპუბლიკურ კონფერენციაში-„საქართველო-კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო“ მიიღო, სადაც თემა „რაჭული სასმისები“ წარადგინეს.
პროექტი მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ელენე ლობჟანიძემ და ნინო ჩიკვილაძემ მოამზადეს, ხოლო თემის ხელმძღვანელი ეთერ ჩიკვილაძე გახლდათ.
რესპუბლიკურ კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისათვის და მოსწავლეთა მიერ საუკეთესო თემის წარდგენისთვის მოსწავლეები და პედაგოგები დიპლომებითა და წიგნებით დაჯილდოვდნენ.
ასევე, მიღწეული წარმატებისათვის პედაგოგებმა ბავშვებს სიურპრიზი მოუწყვეს-ექსკურსია მარტვილის კანიონში.
სკოლის დირექცია დაფინანსებისათვის მადლობას სპმთპ-ის ონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ლელა შერაზადიშვილს, ხოლო უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის სპორტის პედაგოგს, პაპუნა გრძელიშვილს უხდის.