აფხაზეთის N10 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული ახალგაზრდა აღუზრდია, მათ შორისაა ქრისტინე ოთხოზორია.
აღსანიშნავია, რომ ქრისტინე FLEX Program-ის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ილინიოსის შტატში იღებდა განათლებას.
მან სკოლა წარმატებით და წარჩინებით დაასრულა, რაც განსაკუთრებით საამაყოა მშობლიურის სკოლისთვის და აღმზრდელი პედაგოგებისთვის.
„ჩვენი სკოლის მოსწავლეს, მიმდინარე სასწავლო წლის კურსდამთავრებულს, ქრისტინე ოთხოზორიას ვულოცავთ სკოლის წარჩინებით დამთავრებას ამერიკის შეერთებულ შტატებში და ვუსურვებთ წარმატებას შემდგომში“, - ასე ულოცავენ სკოლაში მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას და მას წარმატებული მომავლისკენ მიმავალ გზას ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები: