„სპორტი ბარიერების გარეშე“-თელავის N1 საჯარო სკოლამ პირველი ადგილი აიღო
05-06-2018
განათლების სამინისტროს თაოსნობით პროექტი „სპორტი ბარიერების გარეშე“ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა თელავის და ახმეტის ვაჟების კალათბურთის გუნდებმა მიიღეს.
თამაშში პირველი ადგილი მეფე ერეკლე II-ის სახელობის თელავის N1 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა აიღო.
მათ თასი, სიგელები და ფასიანი საჩუქრები მოიპოვეს, ასევე-საგზური ანაკლიაში. იხილეთ ფოტოები