მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება მორიგი ღირსშესანიშნავი და საინტერესო დღე შეემატა.
სკოლის VI, VII, VIII და IX კლასის მოსწავლეები დედაქალაქს ესტუმრნენ და თბილისის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.
მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატარეს და ახალი ცოდნითა და ინფორმაციით დახუნძლულნი დაბრუნდნენ სკოლაში.
სკოლაში მადლობას უხდიან თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს კიდევ ერთი ლამაზი, საინტერესო და პოზიტიური დღის შექმნისათვის.
იხილეთ ფოტოები: